თბილისის მერის თანაშემწის მძღოლს ზაზა გოგოლაძეს სცემეს. ინციდენტი წუხელ, ვარკეთილში მოხდა. დაზარალებულის განცხადებით, ფიზიკური შეურაცხყოფა ექვსმა ადამიანმა მიაყენა. გოგოლაძის თქმით, მათგან ერთ-ერთი თბილისის მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის სევდია უგრეხელიძის მძღოლია.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.





