უკრაინის კრიზისი

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა: უკრაინიდან ბანაკებში ბავშვები ჩამოვიყვანოთ

უკრაინული ბლოკპოსტი უკრაინა-რუსეთის საზღვართან
AFP

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურა ჯაფარიძემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ბრიფინგი გამართა და ნაციონალური მოძრაობის სახელით, ხელისუფლებას ინიციატივით მიმართა.

"უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, რუსეთი ახორციელებს ღია აგრესიას, ეს სახეზეა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში. რუსეთისგან იყო მცდელობა, რომ ჰუმანიტარული მისიის სახელით დიდი რაოდენონით ჯავშანტექნიკა შეეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე, თუმცა ამის აღკვეთა მოხერხდა. უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიდან დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მხარდაჭერა გამოხატოს. ჩვენი ინიციატივაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის აღმოსავლეთ რაიონებიდან, განსაკუთრებით დონეცკიდან და ლუგანსკიდან ევაკუირებული ბავშვები ჩამოიყვანოს საქართველოში. შესაძლებელია, თუნდაც რამდენიმე ასეული ბავშვის ჩამოყვანა მოხდეს საქართველოში გარკვეული ხნით. ამის გაკეთება შესაძლებელია საზაფხულო ბანაკების ფორმითაც. ეს იქნება წმინდად ჰუმანიტარული ხასიათის აქცია. ეს იქნება მნიშვნელოვანი ჟესტი. ამას არ დასჭირდება დიდი თანხები ბიუჯეტიდან. ერთადერთი, რაც ამას სჭირდება, არის ხელისუფლების პოლიტიკური ნება", – ამბობს ჯაფარიძე. 

 

კომენტარები