აგვისტოს ომის გამოძიება

პრემიერი: ჰააგა მოითხოვს, აგვისტოს ომი საქართველომ გამოიძიოს

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე კომენტარი აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი თქმით, ჰააგა ითხოვს, ომის ყველა დეტალი საქართველომ გამოიძიოს. პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ გამოძიების მასალების მხოლოდ ის ნაწილი გასაჯაროვდება, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს. 

„აგვისტოს ომის გამოძიება ჯერ კიდევ პროცესშია, არ დასრულებულა. მე ინფორმაცია მაქვს ქალბატონი წულუკიანისგან, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, გამოძიებულ იქნას ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ შედეგებს. ეს ინფორმაცია, რაც გუშინ თქვა თეა წულუკიანმა, დადასტურებულია, რომ არსებობს პირდაპირ მოთხოვნა ჰააგიდან, რომ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან იქნას ომი გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ჰააგა გამოიძიებს ამ ომის ყველა დეტალს და ყველა ნიუანსს", - განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები