აგვისტოს ომის გამოძიება

ბურჯალიანი: ბოლო ანგარიშებში რუსული მხარის მიმართ ბრალდების ტონი შემსუბუქდა

ანგარიშები, რომლებსაც [ჰააგის] პროკურორის ოფისი გამოსცემდა 2008 წლიდან მოყოლებული, ცალსახად მიუთითებს რუსეთის პასუხისმგებლობას. სამწუხაროდ, უკვე 2013 წლის ანგარიშში შემსუბუქდა ბრალდების ტონი რუს სამხედროებთან და რუსულ მხარესთან დაკავშირებით. 2016 წლის განცხადებაში უკვე მთელი აქცენტი გადატანილი არის სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების სამხედრო და სხვა თანამდებობის პირებზე. ეს არის არასასიამოვნო განვითარება, რასაც ბოლო წლებში ჰქონდა ადგილი და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს ასე არ გაგრძელდეს… თუ მეტი მტკიცებულებების მოპოვებაა საჭირო, უნდა იქნეს ეს მტკიცებულება მოპოვებული და მიეწოდოს პროკურორის ოფისს, მათ შორის მოწმეების დაკითხვის თვალსაზრისით დახმარება, იდენტიფიცირება ყველა პირის, რომელსაც ამის შესახებ ინფორმაცია აქვს, ნებისმიერი დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მოიპოვოს ქართულმა მხარემ. 

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე.

კომენტარები