აგვისტოს ომის გამოძიება

მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა

მთვარობის ადმინიტრაცია

მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ადმინისტრაციის ინსფორმაციით, შეხვედრაზე
საუბარი შეეხო  2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს. ქართულმა მხარემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობის მზაობა, ღიად და გამჭვირვალედ ითანამშრომლოს პროკურორის ოფისთან და ზოგადად ჰააგის სასამართლოსთან, რათა ბოლომდე იქნეს გამოძიებული ეთნიკური წმენდისა და სამხედრო ტყვეების წამების ფაქტები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის განზრახ განადგურების დანაშაული. მთავვრობის ადმინიტრაციის ინფორმაციითვე,
ფატუ ბენსუდას განმარტებით, ჰააგის პროკურორის ოფისი ადგენს გამოძიების სქემას, სადაც გაწერილი იქნება ერთწლიანი და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. მანვე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ თებერვლის ბოლოს ელოდება პასუხს საქართველოსგან, პროკურატურის გამოძიების კუთხით. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, ჰააგის პროკურორი ასევე ელოდება პასუხს რუსული მხარისგან, თუ როდის იქნება მოსკოვი მზად მასთან შეხვედრისთვის.
სამუშაო შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ. 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაიწყებაზე თანხმობა ჰააგის სასამართლომ 27 იანვარს მისცა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი ფედერაცია ვერ მიიღებს მონაწილეობას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო გამოძიებაში, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტთან დაკავშირებით, რადგან რუსეთს რომის სტატუტის რატიფიცირება არ მოუხდენია. 

ბენსუდამ 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. 

კომენტარები