ქართული არმია

ალასანია: გეგმის მიხედვით 2017 წელს მთლიანად პროფესიულ არმიაზე გადავალთ

საქართველო სამ წელიწადში მთლიანად გადავა პროფესიულ არმიაზე - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, ქორთიარდ მერიოტში მიმდინარე ამბასადორიალზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კითხვას, რატომ შემცირდა 2000-ით წვევამდელთა რაოდენობა, მინისტრმა უპასუხა:

”ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ 2017 წელს გადავიდეთ მთლიანად პროფესიულ არმიაზე. ეტაპობრივად ვამცირებთ წვევამდელთა რაოდენობას, ვზრდით პროფესიულ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობას და 2017 წელს, ამ ამოცანას, რომ გადავიდეთ მთლიანად პროფესიულ არმიაზე, მთლიანად შევასრულებთ”, - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები