ქართული არმია

ჯანელიძე: დნმ-ის ნიმუშები მივაბარეთ მიწას

ეს არ ყოფილა ჩვენი ჯარისკაცების, ტერიტორიული მთლიანობის მიზნით წარმოებულ ოპერაციებში მონაწილე სამხედროების დაკრძალვის ცერემონიალი. ეს გმირები ჩვენ დიდი ხნით ადრე მივაბარეთ მიწას. ეს იყო ცერემონიალი, რომელიც უკავშირდებოდა დნმ-ის ზუსტი დადგენისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარებას. თუმცა, ღონისძიება ჩატარდა ისე, როგორც ეს ეკადრება ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნას. მე მინდა გითხრათ, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამმხრივი მინისტერიალი, ეს გახლდათ თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, გაიმართა შეხვედრები, როგორც ცალმხრივ ასევე ორმხრივ ფორმატში. შესაბამისად ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვიყავით აბსოლუტურად დაკავებულები, თუმცა ჩემი მოადგილე, ისევე როგორც გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას. ორგანიზებული იყო ეს ღონისძიება, ისე როგორც ეს მსგავს შემთხვევებში ხდება, ჩვენ რა თქმა უნდა იმ პრეტენზიას ვერ მივიღებთ ვერანაირად, რომ ჩვენ რაღაცა დავაკელით ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნას. ეს იყო ძალიან დახურული პროცესი, ამ ბიჭების ოჯახის წევრების დიდი ნაწილიც არ ესწრებოდა ამას. ეს იყო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან ნიმუშების დაბრუნების შემდეგ ჩვეულებრივი ცერემონიალი, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხაზს ვუსვამ, ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები. ეს არ იყო თავად ამ ბიჭების ცხედრების დაკრძალვის ცერემონიალი. შესაბამისად არ იყო ეს პომპეზური და მასშტაბური ღონისძიება.

უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა პირველ სტუდიაში აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის ღონისძიებაში, მისი არ დასწრების თაობაზე გამოთქმულ კრიტიკას.

კომენტარები