მიწისძვრა საქართველოში

დმანისთან ახლოს 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა დმანისთან ახლოს
seismo.iliauni.edu.ge

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის მიხედვით, 08:20:05-ზე, 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი, დმანისიდან ჩრდილო-დასავლეთით 9 კმ-ში იყო.

ტაბულა ცდილობს გაარკვიოს, მოჰყვა თუ არა ნგრევა ან მსხვერპლი მიწისძვრას. ჯერჯერობით მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს.

კომენტარები