კრიზისი უკრაინაში

იაპონიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

იაპონიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციები შეეხო 40 პირსა და 2 კომპანიას - ჩერნომორნეფტგაზსა და ფეოდოსიას.

სამინისტროს ინფორმაციით, 40 პირს შორის არიან უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ყირიმის პრემიერი სერგეი აქსიონოვი, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იგორ სტრელკოვი და პრემიერმინისტრი ალექსანდრ ბოროდაი და ისინი, ვინც, ოფიციალური ტოკიოს ცნობით, "რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციაში იყვნენ და არიან ჩაბმული".

იაპონიის სანქციები სიაში მოხვედრილი ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების გაყინვას ითვალისწინებს. სანქციები ძალაში დღეიდან შევიდა.

კომენტარები