ომი უკრაინაში

უკრაინის საზღვართან „სამშვიდობო ძალების“ სიმბოლიკიანი ტექნიკა შენიშნეს

Kostyantyn Chernichkin / kyivpost.com

რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკის თავმოყრას განაგრძობს. უკრაინის უშიშროების საბჭოს სპიკერის ანდრი ლისენკოს განცხადებით, კურსკის ოლქში ასევე დაფიქსირებულია სამხედრო ტექნიკა, რომელზეც „სამშვიდობო ძალების" სიმბოლიკა არის დატანილი. რუსული ტექნიკის თავმოყრა ბელარუსშიც შეინიშნება.

კიევის ინფორმაციით, გასულ ღამეს ლუგანსკის ოლქში რუსეთიდან კიდევ 10 ტანკი, სხვა ტექნიკა და ცოცხალი ძალა შევიდა.

სააგენტო უნიანის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის შემოგარენში დასახლებული პუნქტი მარიინკა აიღეს და ქალაქის სამხრეთ გარეუბნებში შევიდნენ. ტერორისტები სამთავრობო ძალებს გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ. სამთავრობო ძალებმა ფაქტობრივად დონეცკში მყოფი ტერორისტების ალყაში მოქცევა შეძლეს.

კომენტარები