უშიშროების საბჭოს სხდომა

პრეზიდენტი: ღარიბაშვილის უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრება გამიხარდებოდა

"გამიხარდებოდა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყოფილიყო", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა განუცხადა. გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრემიერის დაუსწრებლობის ფაქტს ამ მოკლე კომენტარით გამოეხმაურა.

რაც შეეხება უშუალოდ უშიშროების საბჭოს სხდომას, პრეზიდენტის შეფასებით, "უაღრესად საქმიანი შეხვედრა გაიმართა", რომლის შედეგებითაც კმაყოფილია.

ცნობისთვის, გუშინ გაკეთდა განცხადება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრებოდა, თუმცა პრემიერი დღევანდელ შეხვედრაზე არ მივიდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, "რადგან უელსის სამიტთან დაკავშირებით, მთავრობის მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია", მოხსენებებს ამის თაობაზე მთავრობის წევრები გააკეთებენ. მისი განმარტებით, "ეს არის უფრო საინფორმაციო შეხვედრა" და სწორედ ეს გახდა პრემიერის უშიშროების საბჭოს სხდომაზე არგამოცხადების მიზეზი.

კომენტარები