საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის კანდიდატურები წარუდგინა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით (არანაკლებ 76 ხმით), 10 წლის ვადით ირჩევს.
პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე ბაქაქურს მხარი 29 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ზურაბ ძლიერიშვილს – 27-მა.





