აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2013

აშშ - 17 მაისზე: კონტრდემონსტრანტებმა წაახალისეს ძალადობა

EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2013 წლის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში წინა წლის რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა ვრცლად არის მიმოხილული. ანგარიში 17 მაისის გახმაურებულ შემთხვევასაც იხსენებს, როცა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა მასამ ხელი შეუშალა ძალადობის წინააღმდეგ გამართულ აქციას და მანიფესტანტებს სცემა.

”საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები კონტრდემონსტრაციას ხელმძღვანელობდნენ, 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. კონტრდემონსტრანტებმა წაახალისეს ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელთაგან მრავალი ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელი იყო.

მოვლენა ფართოდ გაშუქდა ტელეეთერით და ორი მღვდელი დააკავეს შეკრების თავისუფლების დარღვევის ბრალდებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოხსნა ბრალდება ერთი მღვდლის, ანთიმოზ ბიჩინაშვილის წინააღმდეგ, რომელიც წმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტია.

სასამართლო პროცესი იოანე და თორნიკე ერისთავების სახელობის მონასტრის იღუმენ იოთამ ბასილაიასა და კიდევ სამი ბრალდებულის წინააღმდეგ წლის ბოლომდე გრძელდებოდა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ სასამართლოს საქმის გაჭიანურების გამო, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა არსებითი მტკიცებულებები ზოგიერთ აგრესიულად განწყობილ პროტესტანტზე”, - ნათქვამია ანგარიშში.

 

კომენტარები