აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2013

აშშ: საქართველო მხარს უჭერს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგიებს

EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2013 წლის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში წინა წლის რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა ვრცლად არის მიმოხილული. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრივილეგირებულ სტატუსსა და არასრულ სეკულარულ პრინციპს სახელმწიფო სკოლებში.

”ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლებამ არ უპასუხა საზოგადოებრივ ძალისხმევას უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ხელისუფლება კვლავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეს დგას სადავო ქონების რესტიტუციის საკითხში. ხელისუფლება ასევე მხარს უჭერს სმე-ის პრივილეგირებულ იურიდიულ და საგადასახადო სტატუსსა და სახელმწიფოსა და ეკლესიის არასრულ გაყოფას სახელმწიფო სკოლებში. ზოგიერთი პოლიტიკოსი რელიგიური შეუწყნარებლობის რიტორიკას საპრეზიდენტო კამპანიაში იყენებდა”, - ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები