აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2013

აშშ-ის ანგარიშში წერია, რომ შსს-მ რელიგიური ვანდალიზმის ფაქტზე საქმე არ აღძრა

EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2013 წლის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში წინა წლის რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა ვრცლად არის მიმოხილული. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ იეჰოვას მოწმეების შეტყობინებაზე სამეფო დარბაზის მიმართ ვანდალიზმის შემთხვევაზე, შსს-მ რეაგირება არ მოახდინა.

”იეჰოვას მოწმეებების ცნობით, მოხდა რვა ახალი საზოგადოებრივი შეურაცხყოფის შემთხვევა, მათ შორის, რელიგიური ქონების მიმართ ვანდალიზმის შემთხვევები ლაგოდეხისა და კახეთის სამეფო დარბაზებზე. 17 თებერვალს სამმა არასრულწლოვანმა ისროლა აგური და ბეტონი შენობის მიმართულებით, მაშინ როცა იქ შეხვედრა მიმდინარეობდა. იმ დროს, როცა ეკლესიამ გამოხატა უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, შსს-მ მათ მარტში შეატყობინა, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად”, - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები