აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2013

აშშ: სადავო რელიგიური ქონების დიდი ნაწილი ცუდ მდგომარეობაშია

EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2013 წლის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში წინა წლის რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მდგომარეობა ვრცლად არის მიმოხილული. ანგარიშში საბჭოთა დროს რელიგიური უმცირესობებისთვის ჩამორთმეული ქონების პრობლემაც დაისვა. კათოლიკე და სომეხთა სამოციქულო ეკლესია, ებრაული და მუსლიმური თემები წლებია, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვენ. 

”საბჭოთა დროს ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია დარჩა სადავო სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის, გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა. რომის კათოლიკე ეკლესიის და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სადავო ქონების შესახებ დავა არ გადაწყვეტილა გამჭვირვალე სასამართლო პროცესების შედეგად და ის გადაწყდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საფუძველზე. რომის კათოლიკე ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფოს არ სურს დავის გადაწყვეტა, რადგან ეშინია, აწყენინოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ხუთი ეკლესია თბილისში და ერთიც ახალციხეში, რომლებიც ეკუთვნის სომეხთა სამოციქულო და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, დავის საგანია. ასევე ხუთ ეკლესიაზე პრეტენზიას აცხადებს რომის კათოლიკე ეკლესია”, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ”რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებმა წუხილი გამოთქვეს სადავო საეკლესიო ქონების შენახვასთან/მოვლასთან დაკავშირებით. ქონების დიდი ნაწილი, გავრცელებული ინფორმაციით, ცუდ მდგომარეობაშია, მაგალითად, სურბ ნშანის ეკლესია თბილისში. ეს სადავო ქონება, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე სომეხთა სამოციქულო ეკლესია, ბოლოს რელიგიური მსახურებისთვის საბჭოთა კაშირის პერიოდამდე გამოიყენეს.

იანვარში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და სომხეთის კულტურის სამინისტრომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სომხური ეკლესიების რეაბილიტირებისთვის კომისიის შექმნის შესახებ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, სოხური ეკლესიის და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. კომისიის მუშაობას ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ფონდი ქართუ დააფინანსებს”, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

კომენტარები