უკრაინული არმია ტერორისტების მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაკავებული ტერიტორიების ერთმანეთისგან განცალკევების და რუსეთის საზღვართან ალყაში მყოფი უკრაინული ქვედანაყოფების დებლოკირების მიზნით ფართომასშტაბიან შეტევაზე გადავიდა.
გათავისუფლებულია გეორგიევკა და კომისაროვკა. ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალები შევიდნენ დებალცევოში, შახტარსკში, სნეჟნოესა და ტორეზში - იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც ტერორისტებმა მალაიზიური ბოინგი ჩამოაგდეს.

ფოტო: mediarnbo
მიმდინარეობს ბრძოლა სტრატეგიული სიმაღლის, საურ-მოგილის დასაკავებლად.
უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ამსახველი ინერაქტიული რუკა შეგიძლიათ იხილოთ აქ.





