სავიზო რეჟიმი

საქართველოში სასწავლებლად და სამუშაოდ ჩამოსულ უცხოელს ვიზის აღება მოუწევს

საქართველო სავიზო პოლიტიკის გადახედვას გეგმავს. პირველი სექტემბრიდან საქართველოში სასწავლებლად და სამუშაოდ ჩამოსულ ყველა ქვეყნის მოქალაქეს ვიზის აღება მოუწევს. მათ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ვიზის აღების ვალდებულება ექნებათ. ანალოგიური პრინციპი იმოქმედებს მათთვის, ვისაც ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოს გრძელვადიანი ვიზის მიღება სურს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული რეგულაციები დიპლომატიურ კორპუსს გააცნეს.

საგარეო საქმეთა სამინისიტროში გრძელვადიანი ვიზის გაცემის ახალი სისტემის შემოღების შემდეგ მეზობელი ქვეყებიდან საპასუხო ნაბიჯებს ნაკლებად ელიან

კომენტარები