ქართული ოცნების დაპირებები

პრემიერი: ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ორი წელი და ყველა დანაპირებს შევასრულებთ

ამ დღეების განმავლობაში, აქტიურად ვისმენ, თითქოს ჩვენ რაიმე დაპირება არ შევასრულეთ. მე მინდა, კიდევ ერთხელ განვუმარტო მოსახლეობას. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე წელს გავუთანაბრეთ პენსია სარსებო მინიმუმს და გავხადეთ 150 ლარი, დევნილების შემწეობა გავხადეთ 45 ლარი ნაცვლად 22 ლარისა. ამაზე ესაუბრეთ მოსახლეობას და არა... ტყუილების და დემაგოგიის გაგრძელების პოლიტიკა თქვენთვის არის საზიანო პირველ რიგში. მე დაგიზუსტებთ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ორი წელი და ჩვენ ყველა დანაპირებს შევასრულებთ 

განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, უმცირესობასთან შეხვედრისას.

კომენტარები