ქართული ოცნების დაპირებები

აგულაშვილი ივანიშვილის დაპირებაზე: წიწილები შემოდგომაზე დავთვალოთ

იცით რა არის, წინა კითხვაზე პასუხისას ვლაპარაკობდით იმ ფაქტორებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგადად შედეგებზე, მაჩვენებლებზე და იმ პოზიტიურ განწყობებზე, რომელთან დაკავშირებითაც იმედი გამოითქმებოდა, მაგრამ მე მაინც მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლების ხელში ჩემი აზრით არის საკმაო რესურსები საიმისოდ, რომ მე ასე დავამთავრო ეს დიალოგი - წიწილები შემოდგომაზე დავთვალოთ.

განაცხადა პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა უგულაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში კითხვაზე - "ჩვენ წელს უნდა გვქონოდა მესამე საგრძნობლად კარგი წელი და მივიღეთ ის, რომ არც თუ დალხენილი წელი გვექნება. რამ განაპირობა ეს, რატომ ვერ შესრულდა ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ ეს წელი უნდა ყოფილიყო საგრძნობლად კარგი წელი და დატყობოდა მოსახლეობის ჯიბეს".

კომენტარები