კრიზისი უკრაინაში

პოროშენკოს თქმით, კოალიციის დაშლა მთავრობის გადადგომის საბაბი ვერ გახდება

www.telegraph.co.uk

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავის საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ კოალიციის დაშლა მთავრობის გადადგომის საბაბი ვერ გახდება და ეს საკითხი პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. პრეზიდენტმა რადას მოუწოდა, მინისტრთა კაბინეტისადმი ნდობას კენჭი უყაროს და იმედი გამოთქვა, რომ პრემიერი იაცენიუკი და მთავრობა ემოციებს არ აჰყვებიან და მუშაობას გააგრძელებენ.

უკრაინის პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი და მთავრობის მთელი შემადგენლობა მას შემდეგ გადადგა, რაც რადაში უმრავლესობა დაიშალა. იაცენიუკმა გადადგომის მიზეზად სწორედ კოალიციის დაშლა და მთავრობის ინიციატივების დაბლოკვა დაასახელა. იაცენიუკის განკარგულებით, მის მოვალეობას ახალი პრემიერის დამტკიცებამდე ვიცეპრემიერი ვლადიმირ გროისმანი შეასრულებს.

დღეს რუსი მოხელეების ახალი სია გამოქვეყნდება, რომელთა წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ამოქმედდება. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სიას რუსეთისა და უკრაინის 15 მოქალაქე, ასევე 18 ორგანიზაცია და კომპანია დაემატება. სავარაუდოდ, სანქციების ქვეშ მსხვილი რუსული სახელმწიფო ბანკები აღმოჩნდება. ევროკავშირი ასევე საკრედიტო რესურსებზე და თავდაცვით ტექნოლოგიებზე რუსეთის წვდომის შეზღუდვის საკითხს განიხილავს. 

კომენტარები