სამთავრობო ცვლილებები

მაჭავარიანი: მინისტრების მთავარი მიმართულება ენმ-ის განადგურებაა

ka.wikipedia.org

ეს მინისტრები ორიენტირებული იყვნენ და ახლებიც ორიენტირებული იქნებიან არა პრობლემების მოგვარებაზე, ეკონომიკის ზრდაზე, სამუშაო ადგილების გაზრდასა და კრიმინალის შემცირებაზე, არამედ პირადი კომფორტის მოწყობაზე, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა სამთავრობო ცვლილებები.

მაჭავარიანის თქმით, მინისტრების მთავარი მიმართულება არა ქვეყანაში პრობლემების მოგვარება და ხალხისთვის დახმარების გაწევა, არამედ მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურებაა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი შეცვალა. საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები