სამთავრობო ცვლილებები

ხიდაშელი: გათავისუფლებული მინისტრები მაქსიმუმს აკეთებდნენ

არცერთი მინისტრის შესახებ უკმაყოფილების გამოთქმა არ შემიძლია, შესაძლებლობის ფარგლებსა და ვითარების გათვალისწინებით ისინი მაქსიმუმს აკეთებდნენ, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი. ხიდაშელი ყველა გათავისუფლებულ მინისტრს მადლობას უხდის.

„ახალი კანდიდატების შესახებ პარლამენტში ვისაუბრებთ“, - აღნიშნავს ხიდაშელი. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი შეცვალა. საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები