თვითმფრინავის ჩამოგდება

პენტაგონი: რთული წარმოსადგენია, რომ რაკეტა რუსეთის დახმარების გარეშე ისროლეს

mobtada.com

რაკეტა SA-11 გაშვება რუსების დახმარების გარეშე რთულად წარმოსადგენია - ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბოინგ 777 ნამდვილად პრორუსული სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გასროლილი რაკეტით ჩამოაგდეს. კირბის თქმით ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და უფრო კონკრეტული პასუხები დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი.

"ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ რაკეტა SA-11 გაშვებულია ტერიტორიიდან, რომელსაც რუსი სეპარატისტები აკონტროლებენ. კონკრეტულად ვინ გაუშვა რაკეტა, რუსმა სამხედროებმა თუ სეპარატისტებმა ჯერჯერობით არ ვიცით. ეს ტექნოლოგიურად საკმაოდ რთული სისტემაა და ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ სეპარატისტებს მისი გამოყენება რუსეთის, თუნდაც მინიმალური დახმარების გარეშე შეეძლოთ. ყველა მხარე უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ საერთაშორისო გამომძიებლებს უსაფრთხოდ და ხელის შეშლის გარეშე მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა" - განაცხადა კირბიმ.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777 რომელიც რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური ასრულებდა, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისათვის 186 ცხედარი ნაპოვნია.

კომენტარები