თვითმფრინავის ჩამოგდება

პრორუსი სეპარატისტები ეუთოს სამუშაო ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევს

gdb.voanews.com/

პრორუსი სეპარატისტები ეუთოს სამუშაო ჯგუფს, ბოინგ 777-ისკატასტროფის ადგილზე მუშაობაში ხელს უშლის. ეუთო მონიტორინგის მისიის შეუფერხებელ დაშვებას ითხოვს.

სეპარატისტებმა დამკვირვებლებს ნორმალურად მუშაობის საშუალება არ მისცეს. მხოლოდ ორასმეტრიანი მონაკვეთი აჩვენეს და შემდეგ იძულებით დაატოვებინეს ტერიტორია. ჰაერში გამაფრთხილებელი სროლებიც განახორციელეს.

უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სეპარატისტებმა ალყა შემოარტყეს ჩამოვარდნილ თვითმფრინავს და მაშველებს წაართვეს მტკიცებულებები, რომელიც კატასტროფის ადგილას იქნა აღმოჩენილი.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777 რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისათვის 186 ცხედარი ნაპოვნია.

კომენტარები