სასჯელაღსრულების დაწესებულება

გიგა გიორგაძე: საიას განცხადება ციხის მაყურებლებზე, აბსურდულია

http://www.mcla.gov.ge/

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას ე.წ. მაყურებლების არსებობასთან დაკავშირებით, აბსურდულს უწოდებს. გიორგაძის თქმით, სამწუხაროა, როცა ასეთი ორგანიზაცია ავრცელებს განცხადებებს, რომელიც ძირითადად სიცრუის ტირაჟირებას ეხება.

"ეს არის აბსურდული განცხადება. არანაირ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და სამწუხაროა, როცა ასეთი ორგანიზაცია ახდენს სიცრუის ტირაჟირებას იმ პატიმრებისა, რომელთა არალეგიტიმური მოთხოვნები არ კმაყოფილდება და ცდილობენ, გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ", - თქვა გიორგაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში სავარაუდოდ, ე.წ. მაყურებლების არსებობასთან დაკავშირებით პროკურატურას და სასჯელაღსრულების სამინისტროს გუშინ მიმართა. ორგანიზაციის განცხადებით, 2014 წლის 15 ივლისს, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა შავლეგ გურგენიძემ საია-ს ადვოკატს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და დროულ რეაგირებას საჭიროებს. 

კომენტარები