სახალხო დამცველის ანგარიში

ბესელია: სახალხო დამცველის ანგარიში მთავრობის წევრებთან ერთად განიხილება

„ფორმატი და ახალი პრაქტიკა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დავამკვიდრეთ, გულისხმობს იმას, რომ 2013 წელს მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ფაქტს მთავრობის წევრებთან ერთად განვიხილავთ“, - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

ბესელიას თქმით, ეს საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ გამოიკვეთოს, რა არის გამოსასწორებელი.

„შემდეგ ახალ რეკომენდაციებს მოვამზადებთ“, - დასძენს ბესელია. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავს. 

კომენტარები