სახალხო დამცველის ანგარიში

ომბუდსმენის 2013 წლის ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 2013 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავს. პარლამენტარების წინაშე მოხსენებით სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამოდის. მისი თქმით, ანგარიშში 2013 წელსა და 2014 წლის დასაწყისში მომხდარი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენაა შესული.

,,ანგარიშში პენიტენციურ სისტემასა და მართლმასაჯულების სფეროში არსებული პრობლემებია ასახული. ამასთან, საუბარია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, დევნილთა მდგომარეობის, გამოხატვის თავისუფლების და უმცირესობების უფლებების დარღვევების შესახებ. გასულ წელს ერთ-ერთი მთავარი თემა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ შეუწყნარებლობის გამოვლენა იყო“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველი რამდენიმე საქმის ხელახალ გამოძიებასაც ითხოვს, მათ შორისაა 2013 წლის ივლისში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლბის უკანონოდ დაკავებისა და საკნიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანის საქმეები.

კომენტარები