ეროსი კიწმარიშვილის საქმე

სუბარი: გამოძიება უნდა დაწყებულიყო კონკრეტული მუხლით

სოზარ სუბარი
Georgian Times

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, გამოძიებას არანაირი ვერსია არ დაუსახელებია, უბრალოდ გამოძიება უნდა დაწყებულიყო კონკრეტული მუხლით და ამ შემთხვევაში ეს იყო თვითმკვლელობამდე მიყვანა.

ამის შესახებ სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. 

"პირველ რიგში, სამძიმარი მინდა ვუთხრა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს, ახლობლებს, გუშინ მთელი დღე სპეკულაციები მიდიოდა, თითქოს ნაადრევად იქნა რაღაც ვერსიები გამოძიების მხრიდან ნათქვამი, არანაირი ვერსია გამოძიებას არ დაუსახელებია, უბრალოდ გამოძიება უნდა დაწყებულიყო კონკრეტული მუხლით და არა ზოგადად სისხლის სამართლის კოდექსით და ამ შემთხვევაში, ეს მუხლი იყო თვითმკვლელობამდე მიყვანა. ხვალ, ზეგ და შეიძლება დღესვე გადაკვალიფიცირდეს მუხლი, თუ შესაბამისი მტკიცებულებები იქნება, სხვას ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი", - აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრმა. 

რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი ყიფშიძის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

კომენტარები