ეროსი კიწმარიშვილის საქმე

ნარჩემაშვილი კიწმარიშვილზე: თვითმკვლელობა გამორიცხულია

თვითმკვლელობა გამორიცხულია. ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას, მიბჯენით ნასროლი იარაღის კვალი არ იძლევა. თუ თვითმკვლელობა იყო, რატომ განახორციელა იგი ეროსი კიწმარიშვილმა ავტოფარეხში? ეროსი კიწმარიშვილის მიერ იარაღის შეძენის ფაქტიც გამოძიებისგან ღრმა შესწავლას საჭიროებს. გამოძიების მეთოდიკა ასეთ შემთხვევებზე ძალიან სტანდარტულია. ამ სტანდარტული მეთოდების ამოქმედების შემთხვევაში გამოჩნდება ბევრი ნიუანსი, რომელიც გამოძიებას, მოკლე ხანში, გარკვეული მიმართულებით წაიყვანს. გარდაცვლილის თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციით პროკურატურა ფაქტს, ზედმეტად პროცესუალურად მიუდგა. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა აზრი, რომ პროკურატურამ მომხდარის შეფასება გააკეთა, რასაც არ ვეთანხმები. ამ საქმეს პოლიტიკური კონიუნქტურა მაქსიმალურად უნდა ჩამოშორდეს. ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტების დადგენა არ გაჭირდება.

ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი 2014 წლის 16 ივლისს, ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე.

კომენტარები