26 მაისის საქმე

სააპელაციო სასამართლო 26 მაისის საქმესთან დაკავშირებულ საჩივარს განიხილავს

"ჩვენ კიდევ ერთად ვიბრძოლებთ და გავათავისუფლებთ ქვეყანას ოლიგარქებისა და ოკუპანტებისგან" - ეს განცხადება ვანო მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოში 26 მაისის საქმის განხილვისას გააკეთა.

ყოფილმა პრემიერმა სიტყვის წარმოთქმის შემდეგ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მასთან ერთად სააპელაციო სასამართლო დატოვეს მისმა მხარდამჭერებმა და უკრაინის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, იური ლუცენკომ, რომელიც მერაბიშვილის პროცესს ესწრებოდა.

სააპელაციო სასამართლო 26 მაისის საქმის საჩივარს განიხილავს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევის საქმეზე 5 წლით თავისუფლებს აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას ითხოვს, რადგან, ბრალდების მხარის მტკიცებით, დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც შესაძლოა გამამტყუვნებელი განაჩენის შეცვლის საფუძველი გახდეს.

კომენტარები