საია: გლდანის ოლქის #107 უბანზე აგიტატორები არიან მობილიზებულები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის ინფორმაციით, გლდანის ოლქის #107 უბანზე აგიტატორები არიან მობილიზებულები. საია მათ შორის საუბრის შესახებ ინფორმაციასაც აქვეყნებს: 

- ახლა რომ მოვიდნენ, ისინიც ჩაწერეთ;
- ესენი მაისურაძეები არიან, მოვინიშნავ;
- ოჯახიდან მხოლოდ ორი მოვიდა;
-ალბათ ვერ იმუშავეს კარგად;

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები 20:00-ზე დაიხურება.

კომენტარები