საკვირაო ქადაგება

საგანელიძე: არ მაქვს უფლება, მეუფე იაკობის გამონათქვამებზე კომენტარები ვაკეთო

მე მინდა ყველამ კარგად გაიგოს ერთი რამ, საქართველოს ეკლესია არის დამოუკიდებელი და მე მგონი, ეს არც არის საკამათო. ეკლესიას აქვს უფლება და მეტსაც გეტყვით, პირიქით, ვალდებულებაც, რომ ნებისმიერ საკითხზე თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ვინმეს ეს მოსწონს თუ არა, მისი საქმეა. ვინმე განიკითხავს თუ არ განიკითხავს, ესეც მისი საქმეა. ასე რომ, მოდი ასე ვთქვათ რა: დამოუკიდებელ სტრუქტურას, ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან და საპატივცემულო ეკლესიას, აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი პოზიცია. განკითხვის უფლებას ვინც აძლევს თავის თავს – მისი საქმეა და განიკითხოს. მე ნამდვილად არ ჩავერევი და არც მაქვს უფლება ჩემთვის ძალიან საპატივცემულო პიროვნების მეუფე იაკობის გამონათქვამებზე გარკვეული კომენტარები გავაკეთო. მე მაქვს ჩემი შეხედულებები, რითიც ვცხოვრობ. 

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის ქადაგების შეფასებისას. მეუფე იაკობმა ნაციონალური მოძრაობის წევრებზე თქვა, რომ "საბჭოთა კავშირის დრო არ არის, თორემ შეიძლება, ცოტა სხვანაირად მოვქცეოდით". ის პარტიის წევრებს მიმართავს, რომ თუ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ, "ბრენდი შეიცვალონ".

კომენტარები