NATO-საქართველოს ურთიერთობა

9 ივლისს საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვევა

NATO

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს 9 ივლისს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ძირითადი მიზანია NATO-ს უელსის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. 

გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სკითხებში სახელმწიფო მინისტრს. 

საგარეო უწყების ცნობით, ჯეიმს აპატურაი საქართველოს 10 ივლისს დატოვებს.

კომენტარები