უკრაინის კრიზისი

უკრაინელი სამხედროები ქალაქ კრამატორსკში და არტემოვსკში შევიდნენ

maps.google.com

პრორუსმა ტერორისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მათ მიერ ოკუპირებული კიდევ ორი ქალაქი - კრამატორსკი და არტემოვსკი დატოვეს. უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივნის ანატოლი ლისენკოს განცხადებით, კრამატორსკში მზვერავთა და გამნაღმველთა ქვედანაყოფები შევიდა, რომლებიც ადმინისტრაციული შენობების შემოწმებას და განაღმვას აწარმოებენ, რაშიც მათ ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარება.

როგორც რუსულ სააგენტო რია ნოვოსტის ტერორისტების შტაბში განუცხადეს, პრორუსმა სეპარატისტებმა ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ სლავიანსკის დატოვების შემდეგ ქალაქის დაცვას ვეღარ შეძლებდნენ და ორგანიზებულად, კოლონებად დონეცკისკენ გაემართნენ.

უშიშროების საბჭოს ცნობით, ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალებმა ასევე კონტროლი დაამყარეს რიგ ობიექტებზე ქალაქ არტემოვსკში, სადაც ხელში ჩაიგდეს სეპარატისტთა შეიარაღების ბაზა.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პრორუსი ტერორისტების მთავარი დასაყრდენი - ქალაქი სლავიანსკი გაათავისუფლეს, რომელიც სამ თევზე მეტ ხანს ტერორისტების მიერ იყო ოკუპირებული და მის თავზე უკრაინული დროშა აღმართეს. ტერორისტების ხელში კვლავ რჩება მსხვილი ქალაქები დონეცკი, ლუგანსკი და გორლოვკა, ასევე რუსეთ-უკრაინის საზღვრის მონაკვეთი ლუგანსკის ოლქში.

 

 

კომენტარები