დაპირისპირება სასამართლოსთან

გადაწყვეტილება დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის საქმეზე 7 ივლისს გახდება ცნობილი

სასამართლო დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის და მასთან ერთად დაკავებული გოჩა დარჯანიას საქმეზე გადაწყვეტილებას 7 ივლისს გამოაცხადებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სამართალდამცველებმა გუშინ, სასამართლოს ეზოში მომხდარი დაპირისპირებისას დააკავეს. ბეჟაშვილმა დღეს განაცხადა - "3-საათიანი უკანონო დაკავების ფაქტის შემდეგ დაადგინეს, რომ თურმე პარლამენტის წევრი ვყოფილვარ და თურმე პარლამენტარის დაკავების უფლება არ ჰქონდათ".

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის თქმით კი, საქართველოს პარლამენტმა შს მინისტრს სპეციალური შეკითხვა გაუგზავნა, რათა დაადგინონ ყველა გარემოება, რაც დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის სამსაათიან დაკავებას შეეხება.

კომენტარები