დაპირისპირება სასამართლოსთან

წუხანდელი დაპირისპირებისას, სულ რვა ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან წუხანდელი დაპირისპირებისას, რვა ადამიანი დააკავეს. კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით აიყვანეს.

ამასთან, სამართალდამცავებმა ლაშა რუხაია, რომელიც ინციდენტის დროს დაშავდა და საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, ღუდუშაურის კლინიკაში დააკავეს, ხოლო დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს.

გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება, თუმცა, თბილისის სასამართლოს პრესსამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ შსს-ს სასამართლოსთვის პროცესის დანიშვნის თხოვნით ჯერ არ მიუმართავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლემ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სასამართლოს შენობას პროკურორები ტოვებდნენ. შეხლა-შემოხლა პოლიციასა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის პოლიციის მიერ ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებას მოჰყვა.

კომენტარები