დაპირისპირება სასამართლოსთან

თავისუფალი ზონა: დაკავებული აქტივისტები დუშეთში და მარნეულში გადაიყვანეს

თავისუფალი ზონის ორი წევრი, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ დააკავეს და რომელთა ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო, პოლიციამ ქალაქიდან გაიყვანა. თავისუფალი ზონის ცნობით, ირაკლი ჩხვირკია მოთავსებულია დუთეშის, ალექსი ბედოიძე კი მარნეულის პოლიციაში. თუმცა, ამ დრომდე უცნობია კიდევ ორი აქტივისტის - ლაშა ჭიღლაძისა და ღუდუშაურის კლინიკიდან პოლიციელების მიერ ძალის გამოყენებით გაყვანილი ლაშა რუხაიას ადგილსამყოფელი. ლაშა რუხაია ღუდუშაურის საავადმყოფოში თავის დაზიანებისთ იქნა მოთავსებული.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, ლაშა რუხაია თვილისის შს მთავარ სამმართველოში იმყოფება. 

შსს-ს ინფორმაციით, ოთხივე აქტივისტი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

კომენტარები