დაპირისპირება სასამართლოსთან

თავისუფალი ზონის აქტივისტი პოლიციამ საავადმყოფოდან აიყვანა

Reuters

თავისუფალი ზონის აქტივისტი ლაშა რუხაია სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ღუდუშაურის კლინიკაში დააკავეს  და პოლიციაში გადაიყვანეს.

ლაშა რუხაია კლინინაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გონება დაკარგა. მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსის განცხადებით, რუხაიას კლინიკაში მიყვანისას ხილული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

რუხაიას ოჯახის წევრების განცხადებით, მისი მკურნალობა მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ დაიწყეს. კლინიკაში იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, რომელმაც რუხაია მოინახულა. მისი თქმით, არჩევნებამდე 8 დღით ადრე ხელისუფლება ძალადობაზე გადადის, რითაც ზიანს ქვეყნის ინტერესებს აყენებს.

კომენტარები