დაპირისპირება სასამართლოსთან

შსს: გაბაშვილი, ბეჟაშვილი და კიდევ ორი პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა თბილისის ყოფილი მერი კონსტანტინე გაბაშვილი, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, ასევე, გოჩა დარჯანია და დავით გოგოხია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. 

დაკავებულები საპატრულო პოლიციის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მოსამართლემ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სასამართლოს შენობას პროკურორები ტოვებდნენ. შეხლა-შემოხლა პოლიციასა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის პოლიციის მიერ ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებას მოჰყვა.

კომენტარები