უკრაინის კრიზისი

პოროშენკო მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადაა

უკრაინის პრეზიდენტი თანახმაა, რუსეთისა და ეუთოს მონაწილეობით სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა 5 ივლისს გამართოს. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კეტრინ ეშტონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. იგი ასევე ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს. პოროშენკომ მერკელსა და ოლანდს განუცხადა, რომ კიევის ცეცხლის მხოლოდ ორმხრივ შეწყვეტას დათანხმდება, ყველა მძევლის გათავისუფლებისა და საზღვარზე ეუთოს მონიტორინგის დაწესების შემდეგ.

პარალელურად, უკრაინის შეიარაღებულ ძალები ანტიტერორისტულ ოპერაციას განაგრძობენ. მათ სრულ ალყაში მოაქციეს ქალაქი ნიკოლაევკა სლავიანსკის მახლობლად, განადგურებულია ტერორისტების ბაზა და შეიარაღების საწყობი. სამხედროები ტერორისტთა გასანადგურებლად არტილერიასა და ტანკებს იყენებენ. ბრძოლები რუსწეთ-უკრაინის საზღვრის მიდამოებშიც მიმდინარეობს.

კომენტარები