კათოლიკე ეკლესია

კათოლიკე იერარქი მაფიის შესაჩერებლად ნათლიის ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვს

The Godfather
The Godfather

კათოლიკე მთავარეპისკოპოსი სამხრეთ იტალიიდან, ჯუზეპე ფიორინი მოროზინი, გამოვიდა ინიციატივით, იტალიური მაფიის მომავალ თაობებზე გავლენის შესაჩერებლად, ნათლიის ტრადიცია 10 წლით გააუქმონ. არქიეპისკოპოსი ფიქრობს, რომ სამხრეთ იტალიაში გავრცელებული კრიმინალური სინდიკატი "ნდრანგეტა", რომელიც ნახევარკუნძულზე ყველაზე დიდ გავლენას ფლობს, საკუთარ ქსელს არსებობას უხანგრძლივებს როგორც ნათესაური კავშირებით, ისე ნათლიის ინსტიტუტის მეშვეობით.

აღნიშნული მაფიოზური კავშირის შესახებ მოგვითხრობს ფილმი - The Godfather, იგივე "ნათლია”. მთავარეპისკოპოსის ინიციატივა არ გულისხმობს კათოლიკე ეკლესიაში ჩვილთა ნათლისღებას აკრძალვას, რადგან ნათლიად შეიძლება დადგინდეს საიდუმლოს აღმსრულებელი სასულიერო პირი.

მთავარეპისკოპოსი ამ ინიციატივასთან დაკავშირებით უკვე ესაუბრა პაპ ფრანცისკეს, რომელმაც სამხრეთიტალიელ მაღალიერარქებს პრობლემის აღწერილობის წერილობითი წარმოდგენა სთხოვა. თავდაპირველად პაპი აღნიშნული ინიციატივის წინააღმდეგი იყო, თუმცა კალაბრიაში ვიზიტისას მან როგორც ჩანს გადახედა თავის შეხედულებებს. პაპმა ადგილზე ნახა კალაბრიაში არსებული კრიმინოგენური სიტუაცია, რის შემდეგაც, წინამორბედთა მსგავსად, მაფია ეკლესიისგან განკვეთა.

კომენტარები