აბაშიძე - კარასინის შეხვედრა

აბაშიძე: რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გამო ხელისშემშლელი ფაქტორები არ იქნება

ზურაბ აბაშიძე

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე ვერ ხედავს წინააღმდეგობასა თუ სირთულეს იმაში, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან და ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან. მათ შორის, რუსეთთან.

აბაშიძის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რომელიც 9 ივლისს პრაღაში გაიმართება. 7 ივლისს კი ამავე თემაზე საექსპერტო შეხვედრა მოეწყობა.

"საუბარი იქნება ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე. იმაზე, თუ რა გაკეთდა აქამდე, რა პერსპექტივები არსებობს სამომავლოდ. საუბარი იქნება ასევე ასოცირების ხელშეკრულებაზე. ჩვენ ეს ხელშეკრულება გავაფორმეთ მშვიდად, საქმიანად და იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები მომავალშიც წარიმართება ისე, რომ არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორები არ იქნება. ვერანაირ წინააღმდეგობას, ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავ იმაში, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან და ნორმალური სავაჭრო ურთიეთობები მეზობელ ქვეყნებთან - მათ შორის, რუსეთთან", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები