ნიკოლა სარკოზი

მარგველაშვილი სარკოზის დაკითხვაზე: ეს ნორმალურია დემოკრატიულ ქვეყნებში

"ჩვენ სარკოზისთან დაკავშირებით რაც გვახსენდება, ეს არის მისი მხარდაჭერა. იმედი მაქვს, ძალიან მალე გაეცემა ნებისმიერ კითხვას პასუხი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში ნორმალური პრაქტიკაა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე თანამშრომლობს გამოძიებასთან.

"სარკოზი არის განსაკუთრებული ჩვენი ხალხისთვის, რადგან იმ მომენტში, როდესაც გვიჭირდა ძალიან, მისგან ვნახეთ არა მარტო სულიერი და პოლიტიკური, არამედ ფიზიკური მხარდაჭერა. ის იმყოფებოდა საქართველოში ურთულეს დღეებში. ეს არის ნორმალური პრაქტიკა დემოკრატიულ ქვეყნებში, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე თანამშრომლობს გამოძიებასთან და პასუხს სცემს კითხვებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეზე ჩვენების მისაცემად ქალაქ ნანტერის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. ანტიკორუფციულ გამომძიებლებს მისი შეყოვნება 24 საათით საათით შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, ამ ვადის კიდევ ერთი დღით გაგრძელების უფლებით. სარკოზის ჩვენებაზე დაბარებას წინ უძღოდა მისი ადვოკატის და ორი მოსამართლის დაკითხვა.

გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, ჰქონდათ თუ არა ყოფილ პრეზიდენტსა და მის ადვოკატს მართლმსაჯულებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. გამოძიების ვარაუდით, სარკოზი ცდილობდა, საკუთარი საქმის მიმდინარეობაზე შიდა ინფორმაცია მოეპოვებინა მოსამართლისგან, რა დროსაც შეიტყო, რომ მის მობილურ ტელეფონს უსმენდნენ, იმის გასარკვევად, უფინანსებდა თუ არა 2007 წლის საარჩევნო კამპანიას ლიბიის ყოფილი დიქტატორი მუამარ კადაფი.

კომენტარები