საბანკო სექტორი

მაისში საქართველოს ბანკების წმინდა მოგებამ 17 მილიონი ლარი შეადგინა

REUTERS | Associated Press

მაისის თვეში საქართველოში არსებული 21 კომერციული ბანკის წმინდა მოგებამ 17 მილიონი ლარი შეადგინა - ეროვნული ბანკის ინფორმაციით

საბანკო სექტორის შემოსავლები სადეპოზიტო და საკრედიტო პორტფელების სიდიდითაც განისაზღვრება. 

მაისში საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 10.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ფიზიკურ პირებზე გაცემულმა სესხებმა 5 მილიარდს გადააჭარბეს

სადეპოზიტო პორტფელის მთლიანმა ღირებულებამ თითქმის 10 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც 61% უცხოურ (უმეტესად ამერიკულ დოლარში), ხოლო დანარჩენი ეროვნულ ვალუტაშია დაბანდებული. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საშუალო შეწონილი სადეპოზიტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში 7.7%-ს, უცხოურ ვალუტაში კი 5.3%-ს უტოლდება.

2014 წლის მდგომარეობით კომერციული ბანკების თითქმის 18 მილიარდიანი აქტივებიდან, 3 მილიარდი ბანკების საკუთარი სახსრებია.

კომენტარები