უგულავას საქმე

გიგი უგულავა: გადავწყვიტე, დავრჩე, მივიდე და დავიკითხო

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

გადავწყვიტე, დავრჩე, მივიდე და დავიკითხო, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

„ცხადია, პროვოკაციას მიწყობენ, ნერვებს მისინჯავენ. წვრილმანი მავნებლები არიან. ბატონო ჰაკიმ, იცოდეთ - ყველაფერი, რაც არ გკლავს, გაძლიერებს. P.s. ძალიან მაინტერესებს 30 ივნისის მერე, რა მიზეზს მოიფიქრებენ“, - აღნიშნავს უგულავა.

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის უწყება გიგი უგულავას 28 ივნისს გვიან საღამოს გადასცეს. როგორვ უგულავა facebook-ის პირად გვერდზე აღნიშნავს, დაკითხვაზე 30 ივნისს 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

უგულავას თქმით, მას უცხოეთში ვიზიტი ჰქონდა დაგეგმილი

კომენტარები