მსოფლიო ეკონომიკა

კერძო სექტორის შემცირების ხარჯზე საფრანგეთის მშპ მოსალოდნელზე ნელა გაიზრდება

საფრანგეთში 2014 წელს საცალო ვაჭრობის სექტორის გამოშვება შესამჩნევად შემცირებულია
REUTERS

საფრანგეთის კერძო სექტორში წარმოება მცირდება და ეკონომიკა კლებას განიცდის, განსაკუთრებით სამრეწველო და საცალო სავაჭრო სექტორში - 2014 წლის საფრანგეთის სტატისტიკისა და ეკონომიკური მეცნიერებების ეროვნული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით. 

2014 წლის ივნისში მაისთან შედარებით პროდუქცია შემცირდა წარმოების, მშენებლობის და საცალო ვაჭრობის მიმართულებით. 

Markit-ის საბაზრო კვლევის თანახმად, საცალო სავაჭრო სექტორში წარმოების კლება გამოიწვია შეკვეთების შემცირებულმა ოდენობამ. ამ სექტორში უკვე მესამე თვეა, რაც დაღმავალი ტენდენცია შეინიშნება. ამ ტენდენციის მხრივ არც მშენებლობა და წარმოება განსხვავდებიან. ორივე სექტორში 2014 წლის ყოველთვიურ ანალიზში დაღმავალი ტრენდი ფიქსირდება. ასევე შემცირებულია პროდუქციის ექსპორტი, რაც შესაძლოა ფრანგული პროდუქციის გაძვირებით იყოს გამოწვეული, რადგან სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გაძვირდა შუალედური პროდუქციის ფასიც. 

საბაზრო კვლევასა და სტატისტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, საფრანგეთში, ივნისში წელს კერძო სექტორის წარმოების ყველაზე დაბალი ინტენსივობა დაფიქსირდა. 

კერძო სექტორის გამოშვების შემცირებასთან ერთად ქვეყანაში გაიზარდა უმუშევრობის დონეც. Markit-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ბოლო 4 თვის მანძილზე ივნისის მონაცემებით ყველაზე დიდი მატებაა ამ მიმართულებით. 

Markit-ის მთავარი ეკონომისტი, პოლ სმიტი, საფრანგეთის საბაზრო ტენდენციებზე ამბობს, რომ თუ 2014 წელი ამ ტენდენციებით გაგრძელდა ქვეყანა წლის ბოლოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის არასახარბიელო მაჩვენებელს უნდა ელოდოს. 

ასე თუ გაგრძელდა საფრანგეთის ეკონომიკა იმაზე ნაკლებად გაიზრდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო 2014 წლის მეორე ნახევარშიც - ნათქვამია Markit-ის პოლ სმიტის კომენტარში საფრანგეთის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით. 

კომენტარები