საბანკო სექტორი

ეროვნულმა ბანკმა 18-25 ივნისს ბრუნვიდან 55 000 000 ლარი ამოიღო

საქართველოს ეროვნული ბანკი ღია საბანკო ოპერაციებს ვალუტის კურსის გასამყარებლადაც იყენებს
forexdirt.com

ეროვნულმა ბანკმა სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა. ოპერაცია 25 ივნისს შესრულდა. 

182-დღიანი დეპოზიეტბი ორმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. ფასიანი ქაღალდების საშუალო პროცენტი 4.29% დაფიქსირდა, რაც ნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისგან 4.29%-იანი ვალი აიღო და ეკონომიკიდან 20 000 000 ლარის ოდენობით ფულის ამოიღო. 

18-25 ივნისის პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სულ 55 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა და ამ ქმედებით ბრუნვიდან ამავე ოდენობის ფული ამოიღო.

მსგავსი ტიპის ოპერაციებს ღია საბაზრო ოპერაციები ეწოდება და ცენტრალური ბანკები აქტიურად იყენებენ ამ ოპერაციებს მონეტარული პოლიტიკის საკონტროლოდ. როგორც წესი, ფასიანი ქაღალდების გაყიდვა ცენტრალური ბანკის მიერ და ბრუნვიდან ნაღდი ფულის ამოღება იწვევს სავალუტო კურსის გამყარებას. 

ეროვნულ ბანკს აქვს დეკლარირებული პოლიტიკა ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმში წლიური ინფლაციის დონე 6% დააფიქსიროს და საბაზრო ოპერაციებსა და საფინანსო ინსტრუმენტებსაც ამ მიზნით იყენებს. 

კომენტარები