NATO-ს მინისტერიალი

ფანჯიკიძე ISAF-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ISAF-ის ოპერაციაში ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება. მინისტერიალის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს თავის კოლეგებთან. 

კომენტარები