ნაციონალური მოძრაობა

ნადირაშვილი და ჯაფარიძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს სასამართლოში უჩივლებენ

მე და ზურაბ ჯაფარიძე ვამზადებთ ერთობლივ სარჩელს და ჩვენ მას პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში ვუჩივლებთ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. 

ნადირაშვილმა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის საქციელს უსინდისო და უპასუხისმგებლო უწოდა. 

ნადირაშვილი ამბობს, რომ ელჩი დღემდე არ პასუხობს მის ზარს, რათა მან, როგორც მოქალაქემ, განმარტება მიიღოს. 

"როდესაც ელჩი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მე ვარ დაკავებული, მაშინ როდესაც ვზივარ ქალაქის ცენტრში. შემდეგ, ვცდილობ ელჩთან დაკავშირებას, რომ პასუხი მაინც მოვკითხო, თუ რატომ ჩამაყენა ასეთ დღეში, არ იღებს ტელეფონს და ამის საპასუხოდ აგზავნის კონსულს და ვიცე-კონსულს, ოღონდ მე არც ერთი არ მინახავს აეროპორტში; ჩვენი მოძებნა იქ ძნელი ნამდვილად არ იყო; და ვიგებ აზერბაიჯანელი მესაზღვრეებისგან ინფორმაციას, რომ ისინი ცდილობენ ჩვენ ხელი რამენაირად შეგვიშალონ, რომ ჩვენ შეგვიქმნან პრობლემები. რა თქმა უნდა, მე, ეჭვი კი არ მიჩნდება, დადასტურებულად ვიცი, რომ ისინი ცდილობდნენ, რაიმენაირად ხელი შეეშალათ" - ამბობს ნადირაშვილი. 

ის ირწმუნება, რომ ამ ოპერაციის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო. ნადირაშვილის თანახმად, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ ჩარეულნი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებისთვის საზღვარზე პრობლემების შექმნის საკითხში. 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძის და ირმა ნადირაშვილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ საზღვარზე დიდი რაოდენობით არადეკლარირებული თანხა გადმოჰქონდათ. 

კომენტარები